გაკვეთილის მთავარი თემა
|
წყალი ბუნებაში.წყლის თვისებები
|
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
მე-8 კლასი, 10 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/ აქტუალობა
|
მნიშვნელოვანია რომ მოსწავლეს
წარმოდ-
გენა ჰქონდეს ნივთიერების
აგრეგატულ
მდგომარეობაზე
ასევე მნიშვნელოვანია,გამოუმუშავდეთ
წყვილური,პრეზენტაციის ,ჯგუფური მუშა-
ობის უნარ-ჩვევები
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მოსწავლეებმა შეძლოს
დაასახელოს მისთვის ნაცნობი სხვადასხვა ნივთიერება, დაახასიათოს ფიზიკური
თვისებების მიხედვით,შეეძლოს წყლის სამი მდგომარეობის და ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის
მიზეზები,ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა
ტემპერატურის გავლენით
წყლის მდგომარეობის ცვლილებაზე,წყლის ქიმიურ
თვისებებზე.
ჩემი მიზანია მოსწავლეს
განუვითარდეს ინფორმაციის მოძიების,
კვლევა-ძიების,პრეზენტაციის, წყვილური და
ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები.
მოსწავლემ იცოდეს წყლის
ფიზიკური და
ქიმიური თვისებები,მისი გავრცელება ბუნებაში.შეძლოს ნივთიერების
შესწავლის აუცილებლობის გააზრება
კვლ.VIII.5 მოსწავლეს შეუძლია ელემენტების,ატომებისა და მოლეკულების
შედარებითი დახასიათება
კვლ.VIII.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
ანალიზი.
ქიმ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია
ნივთიერება-
თა კლასიფიცირება,ნარევის კომპონენტებად დაყოფა.
კვლ.III.3 მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა
წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ
წარმოდგენა
წყლის აგრეგატულ მდგომარეობაზე,
შეუძლიათ ფიზიკური
თვისებების დახასიათება,წყლის ფორმულის
ჩაწერა,
წყლის დაშლის რეაქცია,რომლის დროს
რამდენი აირი გამოიყოფა,შეუძლიათ აღწერონ აორთქლება-კონდესაციის პროცე-
სები.შესაბამისად აქვთ წყვილებში,ჯგუფებ-
ში მუშაობის უნარი
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
[i]შევაფასებ წყვილურ , ჯგუფურ მუშაობას,
პრეზენტაციას,შეფასება მოხდება წინას-
წარ შემუშავებული რუბრიკებით
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
ცარცი,დაფა,ყინული,პლაკატი,ჭიქა,პლასტი-
კური რგოლი,შავი ყუთი,ქვიშის
საათი,პლასტილინი,პროექტორი,კომპიუტე-
რი,ინტერნეტი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხები-2წთ
A
ფაზა - გამოწვევა
5წთ
კლასში ვსვამ კითხვებს(ახალ მასალაზე
გადასასვლელად განწყობის შექმნა
შიდა-
საგნობრივი და საგანთაშორისი კავშირების
გამოყენებით),პარალელურად მოსწავლეებს
ეკრანზე ვუჩვენებ ინტერნეტიდან გადმოწე-
რილ თვალსაჩინოებებს -წყლის
სხვადასხვა
აგრეგატულ მდგომარეობას და შესაბამის
თვალსაჩინოებას
1.დაასახელეთ ნივთიერება,რომელიც სამივე
აგრეგატულ მდგომარეობაშია?
2.ნივთიერება,რომელიც მყარ მდგომარეობაში უფრო მსუბუქია,ვიდრე თხევადში?
3.რა ფიზიკური თვისებები ახასიათებს ამ ნივთიერებას?
(სიმკვრივე,მარილიანობა)
4.რა მნიშვნელობა აქვს ,როგორც გამხსნელს
ცოცხალი ორგანიზმებისათვის
?
მოსწავლეებთან ერთად ვადგენ
ასოციაციურ რუკას.
B ფაზა ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 1 . მინი ლექცია
5წთ
ვატარებ სამოტივაციო საუბარს წყალზე.ვაწვდი ინფორმაციას ბუნებაში წყლის სამი აგრეგატული მდგომარეობის შესახებ.ვუხსნი წყლის ერთი
მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის მიზეზებს
და მომყავს მაგალითები.
განუმარტავ მოსწავლეებს რომ წყალს
გააჩნია დუღილის ტემპერატურა,გამყარების ტემპერატურა,მოლეკულური სტრუქტურა.
საუბრის დროს ვახდენ
დიდაქტიკური
თვალსაჩინო მასალის დემონსტრირებას
ეკრანზე
აქტივობა 2. მუშაობა წყვილებში 10წთ
ვურიგებ ფურცლებს,სადაც მოცემულია
დავალება’’სქემის შევსება’’ ნივთიერების სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის ქიმიურ და ფიზიკურ თვისებებზე.
მოსწავლეებზე წინა
გაკვეთილზე მიცემული მაქვს დავალება,დაამზადონ ნატრიუმის,წყალბადის,ჟანგბადის,გოგირდის და ნახშირბადის მოდელები დაამზადონ,
შეუძლიათ გამოიყენონ პლასტილინი,თიხა,
მძივები(რაოდენობას წინასწარ
ვუსაზღვრავ)
დაფაზე მივუწერ დავალებას
2Na+2H2 O=2…+H2
ვთხოვ დაამზადონ ნატრიუმისა წყლის
ორ-ორი მოლეკულა,დააკვირდნენ დაფაზე
დაწერილ განტოლებას,დაშალონ რეაგენტე-
ბის მოდელები და მიღებული პროდუქტის
მოდელები ააწყონ,წერტილების ნაცვლად
ჩაწერონ შესაბამისი ფორმულა,მივცემ
ახალი ტერმინების განმარტებას.
საუკეთესო მოდელებს კლასში
თვალსაჩი-
ნო ადგილას გამოვფენ.
აქტივობა 3 განმტკიცება.
15 წთ. ხდება მასალის გააზრება.
კლას ვყოფ სამ ჯგუფად.თითოეულ ჯგუფს ვაძლევ სამუშაოს თამაში:
„ ვერსია“
„შავ ყუთში“ მოთავსებულია სამი
კონვერტი თითუეულში სამი
დავალებით.1)წაკითხული ტექსტის გააზრება- ლეონარდო და ვინჩის ნოველა ‘’წყალი’’ და ტექსტის ანალიზი
2)კითხვა პასუხი
3)პლასტიკურად(რგოლის) დახმარებით
წარმოადგინონ წყლის აგრეგატული
მდგო-
მარეობა
თითოეული ჯგუფის პრეზენტატორი წარმოადგენს თავიანთ ნამუშევარს
C ფაზა რეფლექსია.
მოსწავლეებთან ერთად ვავსებ სქემას- 4წთ
ვიცი -ვისწავლე-მინდა ვიცოდე.
(სქემა მითითებულია ეკრანზე)
შევაჯამებ გაკვეთილს , შევაფასებ მოსწავლეებს და ვაძლევ დავალებას
-4წთ
|
გაკვეთილის გეგმა
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий