პროექტები

1.პროექტის  სახელწოდება:ჩემი  სოფლის  მდინარე
2.პროექტის  მთავარი  იდეა(თემა)1-2  წინადადებით
პროექტში  მონაწილე  მოსწავლეებს  ვუტარებ  მინი  ლექციას     თემაზე  „ ჩემი  სოფლის  მდინარე“,პარალელურად  დავუსვამ  კითხვებს :
1)როგორ  დავიცვათ  წყალი  დაბინძურებისაგან?
2)როგორ  შეგიძლიათ  დაადგინოთ  წყლის  სისუფთავე?
3)საჭიროა  თუ  არა  მდინარეში  ჩამდინარე   წყლის  დამუშავება?როგორ ფიქრობთ,სადამდე
შეიძლება  ამ  პრობლემამ  მიგვიყვანოს?
თემის  უკეთ  გასაცნობად  შევთავაზებ  მოსწავლეებს  პროექტზე  მუშაობას.შევიმუშავებ
პროექტის  სამუშაო  გეგმას   მოსწავლეებთან  ერთად და  გადავინაწილებთ  დავალებებს
3.პროექტის  აქტუალობა:მნიშვნელოვანია  იმის  ცოდნა,რომ საქართველო   მდიდარია   ყველანაირი  ჰიდრორესურსით,რა  შვებას   მისცემს  ქვეყანას   მისი  გონივრული   გამოყენება,წყალი  აქტუალურია  თავისი  თვისებებით  და  სასიცოცხლო  მნიშვნელობისაა   .დღეისათვის  დედამიწაზე  სუფთა  წყლის პრობლემა არსებობს,ამიტომ  უდიდესი  მნიშვნელობა  ენიჭება  წყლის  დამცავი  ღონისძიებების  გატარებას.ამ  პრობლემის  მოგვარების  საქმეში მცირედი  წვლილის  შეტანა  ყველამ უნდა  ვცადოთ.
4.პროექტის  მიზნები:მოსწავლეები  გაეცნოს  მდინარე  ცივის  ისტორიას,წყლის  იონური  შედგენილობის  დადგენა.  გამოუმუშავდეთ       ინფორმაციის  შეგროვების,დამუშავების  და  დახარისხების,ანალიზის,
კომუნიკაციის,ინდივიდუალური  და  ჯგუფური  მუშაობის  უნარ-ჩვევის  განვითარება.ჩა-
მოუყალიბდეს  გარემომცველ  სამყაროზე  ზრუნვის  უნარ-ჩვევები,   გამოუმუშავდეს კრიტი-
კული  აზროვნების  უნარი,გააცნობიეროს  ადამიანთა  თანამშრომლობის  აუცილებლობა,
ჩაერთოს  საზოგადოებრივ  საქმიანობაში.განუვითარდეს  სხვათა  აზრის  დაფასების  და  გა-
ზიარების  უნარი,განსაზღვროს  საკუთარი  ადგილი  საზოგადოებაში.

5.მონაწილეთა   ასაკი:13-17 წელი
6.     ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე
7.მოსალოდნელი  შედეგები/პროდუქტები,რაც   შეიძლება  შეიქმნას:კედლის  გაზეთი,სლაიდები,ბუკლეტები,ფოტო ალბომი
8.პროექტისათვის   საჭირო  ძირითადი  რესურსები:ინტერნეტი,ფოტოაპარატი,ციფრული  კამერა,პოსტერები,ჭურჭელი  წყლის  სინჯისთ ვის
9.პროექტის  მსვლელობა(ძირითადი  აქტივობები):
პროექტში  მონაწილე  მოსწავლეებს  ვყოფ 3  ჯგუფად
პირველ ჯგუფს  ვაძლევ დავალებას   ა )მოიძიონ  ინფორმაცია  მდინარე  ცივის  ისტორიული  ცნობების  შესახებ.რა  გამოყენება  აქვს  მდინარეს  თანამედროვე  პირობებში
ბ)წყალი  ,როგორც  სასიცოცხლო  მნიშვნელობის  მქონე     ცოცხალი ორგანიზმებისათვის,ცოცხალი  ორგანიზმები,როგორც  საკვები  პროდუქტები  ადამიანებისათვის(რომელი  თევზები  ბინადრობს  ამ  მდინარეში)
გ)წყალი,  როგორც  სატრანსპორტო  საშუალება
ინტერნეტის      და      ინტერვიუების   საშუალებით  მოიძიონ   ინფორმაცია
მეორე  ჯგუფის  დავალება:მდინარის  წყლის  იონური  შედგენილიბის  დასადგენად  აიღონ  სინჯი,გააგზავნონ         ლაბორატორიაში  გამაჭუჭყიანებელი  იონების  გამოსავლენად.
მესამე ჯგუფის  დავალება:ფოტოების,ვიდეომასალის,ფოტოკოლაჟის დამზადება  მდინარის  დაბინძურებაზე,რათა  მიღებულ  იქნას  პრევენციული   ზომები
სამივე   ჯგუფმა  დავალებები  წარმოადგინონ   პრეზენტაციის  სახით
შემდეგ   ეტაპზე  დავამუშავებთ  ინფორმაციას,დავახარისხებთ.
მოვაწყობ  „დასუფთავების  აქციას“.დავამზადებ  კედლის  გაზეთს,დავამზადებინებ   ბუკლეტებს    მდინარის  დაბინძურებაზე  და  დავარიგებინებ   მოსახლეობაზე.მოვემზადებით პროექტის  პრეზენტაციისათვის.
პროექტის  დასასრულს  გაიმართება  პროექტის  პრეზენტაცია
10.საგნებთან/საგნობრივ  ჯგუფებთან/ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან   კავშირი:ისტ,ქიმია,ბიოლოგია,გეოგრაფია,სამოქალაქო  განათლება,ისტორია
11.პროექტის   ხელმძღვანელი  (მასწავლებელი) :ჟანა  კოკაია
12.ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:kokaiazhana75@gmail.com
13.პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:




Комментариев нет:

Отправить комментарий